ამინდი: დასავლეთ საქართველოში +17 გრადუსი

© Sputnik / Denis Aslanovბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოში თბილ ამინდს გვპირდებიან. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება.

7 თებერვალი, სამშაბათი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მცირე წვიმაა მოსალოდნელი, მთებში — თოვლი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 2-7, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6-1, დღისით — პლუს 3-8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — პლუს 10-15 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ქარის სიჩქარე წამში 7-12 მეტრს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 1, ხოლო დღისით — პლუს 15 გრადუსი იქნება.

8 თებერვალი, ოთხშაბათი
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება, ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, მთებში — თოვლი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროდადრო წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 2-7, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 9-4, დღისით — პლუს 1-6 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — პლუს 6-11 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

თბილისში დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, ხოლო დღისით — 8 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0