ზაფხულის წვიმა

ამინდი საქართველოში: უქმეებზე ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი

34
(განახლებულია 21:35 04.08.2016)
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისი, 4აგვისტო— Sputnik. კვირის ბოლომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცირე ნალექია მოსალოდნელი.

5 აგვისტო

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

ღამით დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-30-35. აღმოსავლეთით ღამით 18-23, დღისით კი 34-36 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ღამით 21 გრადუსი იქნება, დღისით კი-35.

6 აგვისტო

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

ღამით დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-31-36. აღმოსავლეთით ღამით19-24, დღისით კი 34-36 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში ხანმოკლე წვიმა. ღამით 22 გრადუსი იქნება, დღისით კი-33.

7 აგვისტო

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა.

ქარის სიჩქარე  წამში 8-13 მეტრს შეადგენს.

ღამით დასავლეთში 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი-29-34. აღმოსავლეთ საქართველოში  ღამით ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება, დღისით კი 32-37 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამით 20 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება

34