„Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად წავა

© Sputnik / Alexander Imedashviliხმის მიცემა საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკითხველი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ბედი წყდება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს, ასეთია ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
სახალისო ფეისბუქ-სტატუსები, ანუ როგორ ეხმაურება საზოგადოება არჩევნებს

კითხვაზე, „მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში", მკითხველის 83,9%-მა უპასუხა „კი, ქვეყნის ბედი წყდება".

არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს 8,1%-ს, არ მიიჩნევს, რომ მისი ხმა რამეს შეცვლის 3,2%, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს 4,8%-ს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (38,64%), მას მცირე რაოდენობით ჩამორჩება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (37,73%).

ცესკო საბოლოო შედეგბს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა გამოაცხადებს. ამის შემდეგ ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0