ანიტა რაჭველიშვილის ჰერიო

ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული „ჰერიო, ბიჭებო“ ვიდეო

104
(განახლებულია 17:52 09.07.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილ გია ყანჩელის ცნობილ სიმღერას „ჰერიო, ბიჭებო“.

ვიდეოში ჩანს, რომ საოპერო მომღერალი სუფრასთან ზის მამაკაცების გარემოცვაში, რომლებიც ბანს აძლევენ.

ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ანიტას სიმღერით მოხიბლულები არიან.

104
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
საოცარი სიზუსტე

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამეორება აუცილებლად მოგინდებათ– ნემსში ძაფის გაყრის საოცარი ხერხი

156
(განახლებულია 19:51 26.07.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ავტომანქანის მართვისას ნემსში თურმე ძაფის გაყრა შესაძლებელი ყოფილა

ვიდეოს ავტორს საბურავთან ახლოს კორპუსზე მიმაგრებული აქვს ძაფი „სკოჩით“, ხოლო ნემსი პლასტმასის ბოთლის თავსახურში აქვს ჩარჭობილი და ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობით თავისუფლად ახერხებს ძაფის გაყრას ნემსში.

156
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
ძაღლი მანქანის სახურავზე

ვიდეო, რომელმაც სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა ძაღლი მანქანის სახურავზე მგზავრობს

127
(განახლებულია 21:35 22.07.2021)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ძაღლი მანქანის სახურავზე, რადგან პატრონმა მისთვის ავტომანქანაში ადგილი ვერ გამოძებნა.

„საწყალი ძაღლი“, „იდიოტი პატრონი“, „ეს რა არაადამიანობაა, თვითონ უნდა გადააბა მასე“, „აი ესეთი არაადამიანებიი რისი ღირსები არიან? ვინმემ იცის რამე მოიმოქმედა თუ არა ამ ვიდეოს პატრონმა?“, „იმედია ეს ცუგა ჩამოერთმევა და კარგი პატრონის ხელში მოხვდება“, „ამას ქვია ადამიანი და იმას ძაღლი?“, „რა არაადამიანობაა ეს, ამას უყვარს ეხლა თავის ძაღლი? უნდა დაისაჯოს აუცილებლად“, – წერენ აღშფოთებული ადამიანები.

127
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

0
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს