ქართული ცეკვა ნიგერიულ ჰანგებზე

ქართული ცეკვა ნიგერიული ჰანგების თანხლებით ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს

101
(განახლებულია 22:34 11.06.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ნიგერიაში ქართველი ახალგაზრდა ადგილობრივ ჰანგებზე ქართული ცეკვების ილეთებს ასრულებს.
„ჩამოვიყვანოთ რა, დაპატიჟე და მაგარი ტაშფანდური მოვაწყოთ აქ“, „რა მაგრად შეერწყე ქართული ხელის გაშლით“, „ზმანი ვერ გაარტყი“, „შენ დაუკააა“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.
101
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
თამარ ბაჩალიშვილის ახალი ვიდეო

„მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე...“ თამარ ბაჩალიაშვილის ახალი ვიდეო

428
(განახლებულია 20:23 14.06.2021)
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჟურნალისტებმა იპოვეს ახალი ფაქტები, რომლებიც დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებენ, თუ რა შეემთხვა თამარს და იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა.

მთავარი არხის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის” ეთერში გავიდა სიუჟეტი თამარ ბაჩალიაშვილის უცნობი ვიდეოებით, რომლებიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

„დამპირდი, რომ დიდხანს არ გაჩერდები ამ სამსახურში. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ ამის შესახებ არავინ და ვერავინ გაიგოს. ყველაზე ცუდი არის საშუალო ან დაბალი შემოსავალი... მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე“, – მიმართავს ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

428
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
Озеро Шаори

ქოხი შაორის ტბის შუაგულში დაუჯერებელი კადრები, რომელიც რაჭაში მოგზაურობას მოგანდომებთ

82
(განახლებულია 19:32 09.06.2021)
ცნობილმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ რაჭაში მოხვედრა და აქ დარჩენა.

ცნობილმა ქართველმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ ამჯერად რაჭა აირჩია. როგორც ის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, ეს არის უნიკალური კოტეჯი შაორის ტბაზე, სადაც მან ღამე გაათია და „ეს ვიდეო წლების წინ რომ ენახა, ვერ დაიჯერებდა, რომ საქართველოშია გადაღებული“.

„ღრუბლებში მოცურავე კოტეჯს ჰგავს. ვიდეოს დასაწყისი და დასასრული განსაკუთრებით სასწაულია. ჯამში ერთ-ერთი ყველაზე გიჟობა ვიდეოა“, „მომინდა აქ წასვლა“, „აქ ხარ თუ საზღვრებს გარეთ, ყველგან გიჟიიი ხარ შენ“, „ღმერთო, ეს რა სილამაზეა. სოსო არ ვიცი, სიტყვებს ვერ გადმოვცემ შენს ვიდეოზე, საოცრებაა“, – უწერენ მოგზაურს კომენტრებში.

სოსო ნებიერიძე, რომელიც ბერძნული ენის ფილოლოგია, 18 წლიდან ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ მოგზაურობის გარდა მისი ჰობი სწორედ ბიზნეს-საქმიანობაა.

82
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი

„უნდა გავყვე დათოს ცოლად...“ - რა მოხდა პოლიტიკოს ცოლ-ქმარს შორის?

0
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
თინა ხიდაშელი კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ გამოუძვრა. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდგომ გართულებებს ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მის მეუღლეს, ცნობილ პოლიტიკოსს დავით უსუფაშვილს საჯაროდ უხდის მადლობას მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

„ჩემმა ქმარმა გადამარჩინა. წელს ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს და თავიდან უნდა გავყვე ცოლად. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მარტივად მიმენებებინა თავი ბრძოლისთვის. საავადმყოფოში ისევ ის დათო ვიპოვე, 1993-95 წლებში რომ შემიყვარდა და რატომაც გავყევი ცოლად. ოქტომბერში თავიდან გავყვები ცოლად და ისევ თავიდან დავიწყებ. დედაჩემს ჩემი ცრემლები არ უნახავს, არავის ვუნახივარ ცუდად მყოფი, როგორ ცუდადაც უნდა ვყოფილიყავი, არასდროს არავის ვაძლევ უფლებას, რომ შევეცოდო. თურმე მან ეს ყველაფერი კარგად იცის, ბოლომდე იცის და არ მომცა უფლება, ვინმესთან დისკომფორტი შემქმნოდა. მასთან მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისად, საავადმყოფოში, ექიმთან, ექთანთან ურთიერთობა მარტივი გახდა. დათო რომ არა, მე ვერ გამოვიდოდი იქიდან ცოცხალი…“ - წერს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხი­და­შე­ლმა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში” იმ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ისაუბრა, რო­მლე­ბიც ვირუს­მა და­უ­ტო­ვა. პოლიტიკოსი ჰყვება, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.

მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს.

0
თემები:
ქართველი სელებრითები