ქოხი შაორის ტბის შუაგულში – დაუჯერებელი კადრები, რომელიც რაჭაში მოგზაურობას მოგანდომებთ

© photo: National library of Georgia Озеро Шаори
Озеро Шаори  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ცნობილმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ რაჭაში მოხვედრა და აქ დარჩენა.

ცნობილმა ქართველმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ ამჯერად რაჭა აირჩია. როგორც ის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, ეს არის უნიკალური კოტეჯი შაორის ტბაზე, სადაც მან ღამე გაათია და „ეს ვიდეო წლების წინ რომ ენახა, ვერ დაიჯერებდა, რომ საქართველოშია გადაღებული“.

„ღრუბლებში მოცურავე კოტეჯს ჰგავს. ვიდეოს დასაწყისი და დასასრული განსაკუთრებით სასწაულია. ჯამში ერთ-ერთი ყველაზე გიჟობა ვიდეოა“, „მომინდა აქ წასვლა“, „აქ ხარ თუ საზღვრებს გარეთ, ყველგან გიჟიიი ხარ შენ“, „ღმერთო, ეს რა სილამაზეა. სოსო არ ვიცი, სიტყვებს ვერ გადმოვცემ შენს ვიდეოზე, საოცრებაა“, – უწერენ მოგზაურს კომენტრებში.

სოსო ნებიერიძე, რომელიც ბერძნული ენის ფილოლოგია, 18 წლიდან ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ მოგზაურობის გარდა მისი ჰობი სწორედ ბიზნეს-საქმიანობაა.

ყველა ახალი ამბავი
0