ლევან რატიანის განცხადება

„მინდა გითხრათ ერთი რამ... გემშვიდობებით“ ლევან რატიანის მიმართვა ვიდეო

262
(განახლებულია 17:32 09.06.2021)
ცნობილი ექიმი ლევან რატიანი, რომელიც საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს გაიცნო, საზოგადოებას მიმართავს.

ახალი სეზონიდან „რუსთავი2“-ზე CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი „ექიმები” დაიწყება. ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემების შესახებ ისაუბრებენ.

ლევან რატიანმა ტელეკომპანიის სტუდიიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და მაყურებელს ახალი ამბავი აუწყა.

1 ივნისს „რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება. არხზე ბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ახალ გუნდში იქნებიან ყველასთვის ნაცნობი დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან. ამასთან, სულ მალე ტელეეთერში ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ „ნიჭიერი” დაბრუნდება.

სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების, რომლებსაც მაყურებლისთვის ბევრი აქვთ სათქმელი. „90-60-90“ – „ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში ოთხი წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.

262
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
თამარ ბაჩალიშვილის ახალი ვიდეო

„მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე...“ თამარ ბაჩალიაშვილის ახალი ვიდეო

772
(განახლებულია 20:23 14.06.2021)
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჟურნალისტებმა იპოვეს ახალი ფაქტები, რომლებიც დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებენ, თუ რა შეემთხვა თამარს და იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა.

მთავარი არხის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის” ეთერში გავიდა სიუჟეტი თამარ ბაჩალიაშვილის უცნობი ვიდეოებით, რომლებიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

„დამპირდი, რომ დიდხანს არ გაჩერდები ამ სამსახურში. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ ამის შესახებ არავინ და ვერავინ გაიგოს. ყველაზე ცუდი არის საშუალო ან დაბალი შემოსავალი... მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე“, – მიმართავს ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

772
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
ქართული ცეკვა ნიგერიულ ჰანგებზე

ქართული ცეკვა ნიგერიული ჰანგების თანხლებით ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს

103
(განახლებულია 22:34 11.06.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ნიგერიაში ქართველი ახალგაზრდა ადგილობრივ ჰანგებზე ქართული ცეკვების ილეთებს ასრულებს.
„ჩამოვიყვანოთ რა, დაპატიჟე და მაგარი ტაშფანდური მოვაწყოთ აქ“, „რა მაგრად შეერწყე ქართული ხელის გაშლით“, „ზმანი ვერ გაარტყი“, „შენ დაუკააა“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.
103
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (878)
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

0
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

0