დედების აღკვეცა ბზობას

დედების აღკვეცა ბზობის დღესასწაულზე - ემოციური ვიდეო

116
(განახლებულია 15:16 27.04.2021)
„უდიდესი მადლის მომსწრე გახლდით ბზობის დღესასწაულზე, დედების აღკვეცა“ - წერს გივიკო დიდია და სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს.

ქრისტიანულ მოძღვრებაში ვკითხულობთ, რომ სიტყვა „მონაზონი“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: „მონოს“ და „ზოინ“. „მონოს“ - მარტოს ნიშნავს, ხოლო „ზოინ“ - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - "გარესჯა" სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.

ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.

თითოეული ქრისტიანის მიზანი, რა თქმა უნდა, ცხონება უნდა იყოს. ქრისტიანობა არ არის არც გვარიშვილობა და არც ოჯახური მდგომარეობა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა. ეს ცხოვრების წესია. ადამიანი, რომელიც ინათლება და ქრისტიანი ხდება, მარადიული ცხოვრებისთვის იბადება. მონაზვნობა კი ქრისტიანობის ზეწესია.

116
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
საოცარი სიზუსტე

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამეორება აუცილებლად მოგინდებათ– ნემსში ძაფის გაყრის საოცარი ხერხი

53
(განახლებულია 19:51 26.07.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ავტომანქანის მართვისას ნემსში თურმე ძაფის გაყრა შესაძლებელი ყოფილა

ვიდეოს ავტორს საბურავთან ახლოს კორპუსზე მიმაგრებული აქვს ძაფი „სკოჩით“, ხოლო ნემსი პლასტმასის ბოთლის თავსახურში აქვს ჩარჭობილი და ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობით თავისუფლად ახერხებს ძაფის გაყრას ნემსში.

53
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
ძაღლი მანქანის სახურავზე

ვიდეო, რომელმაც სოცქსელების მომხმარებლები აღაშფოთა ძაღლი მანქანის სახურავზე მგზავრობს

122
(განახლებულია 21:35 22.07.2021)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ძაღლი მანქანის სახურავზე, რადგან პატრონმა მისთვის ავტომანქანაში ადგილი ვერ გამოძებნა.

„საწყალი ძაღლი“, „იდიოტი პატრონი“, „ეს რა არაადამიანობაა, თვითონ უნდა გადააბა მასე“, „აი ესეთი არაადამიანებიი რისი ღირსები არიან? ვინმემ იცის რამე მოიმოქმედა თუ არა ამ ვიდეოს პატრონმა?“, „იმედია ეს ცუგა ჩამოერთმევა და კარგი პატრონის ხელში მოხვდება“, „ამას ქვია ადამიანი და იმას ძაღლი?“, „რა არაადამიანობაა ეს, ამას უყვარს ეხლა თავის ძაღლი? უნდა დაისაჯოს აუცილებლად“, – წერენ აღშფოთებული ადამიანები.

122
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)
ატამი

ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები

0
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურები

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16.9 მლნ აშშ დოლარის 18.9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის დაწყებიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935 ტონა) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).

ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.

2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.

0