ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა, 2 წლის შემდეგ ფეხზე გაიარა – ვიდეო

© Photo: Teo Eristavi - justhappy / FBჯარისკაცმა ფეხზე გაიარა
ჯარისკაცმა ფეხზე გაიარა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ქართველმა ჯარისკაცმა ზაურ კომახიძემ, რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა, ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო.

 

როგორც ქართველი ჯარისკაცის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, სტამბულში ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და კომახიძემ პირველი ნაბიჯები გადადგა.

„დღეს საოცრად სასიხარულო ინფორმაცია სტამბულიდან – 2 წელი საწოლად ჩავარდნილმა ზაურ კომახიძემ ოპერაციის შემდგომ პირველი ნაბიჯები გადადგა. ბრავო და მადლობა თქვენ: ბუბა ლომუაშვილი, თავდაცვის სამინისტრო, დაჭრილი მებრძოლების დახმარების ფონდი“, – წერს ჯარისკაცის ახლობელი.

ორი წლის წინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძე მძიმედ დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0