დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქარმა მშენებარი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ძირითადად ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები.
ამისთვის გიორგიმ ჯერ მეგობრები დაპატიჟა ბაზალეთში მდებარე კოტეჯში და იუბილე გადაუხადა ცოლს, რა დროსაც ცდილობდა კარგად დაეთრო. შემდეგ ავეჯის გადამზიდი კომპანია გამოიძახა იმისთვის, რომ მისი მძინარე ცოლი კოტეჯიდან ტყეში გადაეყვანათ.
გამოღვიძებულმა სალიმ ჯერ აღმოაჩინა, რომ შუა მინდორში ეძინა, რის გამოც შოკი მიიღო. მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი მისთვის საოცნებო მანქანა აღმოჩნდა. გოგონა ისეთ ემოციებში იყო, მეგობრებს წყალი სთხოვა გონზე მოსასვლელად.
თბილისში მოსულმა პირველმა თოვლმა პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვებით მოწყენილი ქართული საზოგადოება გაამხიარულა.
ზამთრის კურორტები დაკეტილია და როგორც ჩანს, თხილამურებით სრიალით გამოწვეულმა ნოსტალგიამ თბილისელ ბიჭს ორიგინალური იდეა ჩაუსახა.
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ბიჭი თბილისის ქუჩებში თხილამურებით სრიალებს.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.
ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.