ცოლი ტყეში გადაზიდა

„მძინარე ცოლი გადავზიდე ტყეში...“ ქართველი წყვილის ვიდეომ სოცქსელები მოიცვა ვიდეო

309
(განახლებულია 19:53 22.02.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ვლოგერმა გიორგი ჯობავამ მეუღლეს, სალი წვერავას დაბადების დღეზე უცნაური თავგადასავალი მოუწყო.

როგორც გიორგი „იუთუბის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება, უნდოდა, რომ სალის დაბადების დღე დასამახსოვრებელი და გიჟური ყოფილიყო.

ამისთვის გიორგიმ ჯერ მეგობრები დაპატიჟა ბაზალეთში მდებარე კოტეჯში და იუბილე გადაუხადა ცოლს, რა დროსაც ცდილობდა კარგად დაეთრო. შემდეგ ავეჯის გადამზიდი კომპანია გამოიძახა იმისთვის, რომ მისი მძინარე ცოლი კოტეჯიდან ტყეში გადაეყვანათ.

გამოღვიძებულმა სალიმ ჯერ აღმოაჩინა, რომ შუა მინდორში ეძინა, რის გამოც შოკი მიიღო. მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი მისთვის საოცნებო მანქანა აღმოჩნდა. გოგონა ისეთ ემოციებში იყო, მეგობრებს წყალი სთხოვა გონზე მოსასვლელად.

309
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (845)
დაბადების დღე და გაზაფხული ერთად

„უკვე მერამდენედ ვუყურე“ ასე მიულოცა ქართველმა ქმარმა ცოლს იუბილე და გაზაფხული ვიდეო

1571
(განახლებულია 16:57 05.03.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქართველი კაცი მეუღლეს გაზაფხულს და იუბილეს საჩუქრებით ულოცავს.

ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცოლს ხელში ყვავილების ქოთნებით და მათში მოთავსებული ფულით ადგება სახლში.

სახალისო ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს.

„აი ნამდვილი სიყვარული! ღმერთმა ტკბილათ შეგაბეროთ!“, „უკვე მერამდენედ ვუყურე, აი როარ მომბეზრდება. იხარეთ და იმრავლეთ“, „უფალი გფარავდეთ, ასეთი სიყვარულის მწამს“, „აუ, რა კარგები არიან“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

1571
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (845)
ტყუპი ძმების ტყუპი შვილები

„ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია ჩემი...“ ტყუპი ძმების ცოლებს ქმრები ეშლებათ ვიდეო

3447
(განახლებულია 20:14 04.03.2021)
თბილისში იდენტურ ტყუპ ძმებს გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ დაემართათ – გელას ასევე იდენტური ტყუპი – ანიტა და მარიტა შეეძინა.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თითქმის 0%-ს უტოლდება.

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც კი მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.

როგორც „იმედის დილის“ სიუჟეტში ტყუპი ძმების ცოლები ამბობენ, ხშირად ვერ ხვდებიან, რომელია მათი ქმარი. ძმები ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ-ერთის ცოლი ამბობს, რომ ხანდახან დედამთილს სთხოვს ხოლმე, რომ მისი ქმრის გარჩევაში დაეხმაროს.

3447
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (845)
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 მარტი

0
(განახლებულია 20:31 06.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 7 მარტია, კვირა. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

მთელი დღე კამათის განწყობა იქნება, თუმცა ეს დრო არანაირად არ შეესატყვისება არანაირ დავას. კონფლიქტური სიტუაციები თავიდან რომ აიცილოთ, ნუ შეცდებით ოპონენტების რამეში გადარწმუნებას. ზოგადად, დღეს კამათში გაიმარჯვებს ის, ვინც მასში მონაწილეობას არ მიიღებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც კონკრეტიკას, სიზუსტესა და პრაქტიკულობას მოითხოვს, ანუ არჩევანმა თუ მოგიწიათ პოეზიასა და მათემატიკას შორის, ეს უკანასკნელი არჩიეთ.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: მოქმედების დრო დადგა. რამდენი გეგმაც არ უნდა დააწყოთ, ოდესმე მისი განხორციელება მოგიწევთ. შესაძლოა, ვერ ბედავდით რამე პროექტის დაწყებას, გრძნობებში გამოტყდომას, საგზურის აღებას სადმე წასასვლელად, ან საოცნებო ნივთის ყიდვას. დღეს სწორედ რომ ის დროა, როცა უნდა მოიკრიბოთ ნებისყოფა და მოქმედება დაიწყოთ. თუნდაც წინ დიდი გზა გქონდეთ გასავლელი, არაფერს შეუშინდეთ – ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

კურო: დღეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ რამე შეცდომა გამოასწოროთ. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც ყოფით, ისე სამუშაო მომენტებს, ან, სულაც, რაღაც უფრო გლობალურს, მაგალითად, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გამორკვევას. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, გამოუტყდეთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს, რომ მართალი არ ხართ და შეცდომა დაუშვით, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, არ ინანებთ – მხრებიდან მძიმე ტვირთს მოიშორებთ და წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

ტყუპი: დღეს უკომპრომისო ხართ მათ მიმართ, ვინც თქვენთვის ხელის შეშლას, თქვენი საქმეების დამუხრუჭებას ან ღიად შეწინააღმდეგებას გადაწყვეტს. ამასთან, მრისხანება შეიძლება დაატყდეს იმასაც, ვინც თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს, გინდაც უცხოებს უსამართლოდ გაანაწყენებს. ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება, ერთი მხრივ, მოგცემთ საშუალებას, რომ „გააცამტვეროთ“ ოპონენტები, ხოლო მეორე მხრივ, საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი შეიძინეთ, ან, შესაძლოა, მეგობარიც.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, არ იაროთ „ორღობეებით“ იქ, სადაც პირდაპირი მოსწორებული გზა არსებობს. პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება. თქვენი წარმატებული სტრატეგია მარტივია: არანაირი ეშმაკობა, მოტყუება და რამის დამალვის მცდელობა. ცხოვრების ყველა სფეროში – მეგობრობაშიც, სამუშაოზე, სიყვარულშიც მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. თუ პრობლემები გაქვთ, ილაპარაკეთ ამის შესახებ. რამის მიღწევა გსურთ? – ილაპარაკეთ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.

ლომი: ნებისმიერი წვრილმანი დღეს თქვენ თვალში, შესაძლოა, სპილოდ იქცეს. ამის გამო პრიორიტეტების განაწილება გაგიჭირდებათ – რა საქმეა გასაკეთებელი პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება. ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ. შედეგად შეიძლება ყველაფერს ერთდროულად წაეპოტინოთ, ასე კი ვერაფერს ვერ მოასწრებთ. დღემ რომ უაზრო რბოლაში არ ჩაიაროს, შეახსენთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერება სადღაც თავისუფლებასა და დისციპლინას შორისაა. ცოტაოდენი დისციპლინა ფიქრებსა და საქმეებში ნამდვილად არ გაწყენთ.

ქალწული: დღეს შეიძლება ვინმე გაანაწყენოთ, თან ისე, რომ ეს სულაც არ გინდოდეთ. რატომღაც ჯერ ლაპარაკობთ და შემდეგ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან. ემოციების გავლენით შეიძლება ვინმეს საიდუმლო წამოგცდეთ, ან თანამოსაუბრეს არცთუ სასიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. გაუგებრობებს რომ თავი აარიდოთ, ორი გზა გაქვთ – ან განმარტოვდეთ, ან ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც ერთობიან, ცეკვავენ და მუსიკა ხმამაღლა უკრავს, ანუ სადაც არავის აქვს ზედმეტი ლაპარაკის განწყობა და ამისთვის არავის სცალია.

სასწორი: დღეს ურთიერთობებში და განსაკუთრებით ახლობლებთან, სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, არატაქტიანად იმოქმედოთ იქ, სადაც ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო. ასევე შეიძლება კრიტიკულად განეწყოთ გარშემომყოფების მიმართ და საკუთარ უკმაყოფილებაზე ხმამაღლა ისაუბროთ. ახლობლებთან რომ ურთიერთობები არ გაიფუჭოთ, აჯობებს, თუ საუბარში არ შეეხებით მტკივნეულ და დელიკატურ თემებს – პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებთ და მისი გამწვავება კი იოლად შეგიძლიათ.

მორიელი: გარშემომყოფებმა შეიძლება კამათში, რამე თემის უაზრო განხილვაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. არ არის გამორიცხული, ისიც იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით „იკვებება“, ანუ ენერგეტიკული ვამპირია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მაშინვე გაეცალოთ იქაურობას. სჯობს, პოლემიკას თავი აარიდოთ, ვიდრე შემდეგ გამოწურული ლიმონივით იგრძნოთ თავი. ასე ენერგოვამპირებს შანსს წაართმევთ, რომ თქვენი ენერგიით იკვებონ.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიმტკიცეა. შეგიძლიათ თამამი ნაბიჯი გადადგათ, ოღონდ ეს ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, რომლის განხორციელებისთვის გამბედაობა არ გყოფნიდათ, დღეს სწორედ მოქმედებების დაწყების დროა. ცუდი იქნება, თუ რამე საქმეს სპონტანურად, რამე სურვილს ან ემოციას აყოლილი დაიწყებთ. ასე დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა.

თხის რქა: დღეს თქვენ და დელიკატურობა ძალიან შორიშორს იქნებით ერთმანეთისგან. გაქვთ სურვილი, რომ პირდაპირ თქვათ, ადამიანებს პირში მიახალოთ ყველაფერი, რისი თქმაც საჭიროდ მიგაჩნიათ. ამასთან თქვენი ლოგიკა მარტივი იქნება – „ვიცი, როგორ აჯობებს“, „ჩემი მოსაზრება სწორია“. თქვენი ამგვარი საქციელი კამათის საფუძველი რომ არ გახდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ვნებები მშვიდობიან კალაპოტში მოაქციოთ. ანუ გააკეთოთ საქმე, სადაც გარშემომყოფები „ფეხებში არ მოგედებიან“.

მერწყული: სჯობს, დღეს ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდეთ. ეს ასევე ეხება ზოგადად იმ ადამიანებს, რომლებზეც რაღაცაში ხართ დამოკიდებული, ან ვისაც თქვენზე გავლენა აქვს, იქნება ეს მშობელი, საყვარელი ადამიანი, მეგობრები. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს დიდია რისკი, რომ ვინმეს „ცხელ გულზე“ ხელში თქვენ მოხვდეთ. დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, გარშემომყოფებთან მომხიბვლელობისა და იუმორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი უნდა აღმართოთ.

თევზები: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს შესაძლოა საკუთარი ინტერესების დაცვა დაგჭირდეთ. საუბარი შეიძლება იყოს სასამართლო გარჩევაზე, ფულთან დაკავშირებულ დავაზე ან ბრალდებებზე თქვენი მისამართით. ამასთან, დიდია ალბათობა, რომ სადავო ვითარებიდან გამარჯვებული ვერ გამოხვალთ და ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. თუნდაც ხელში რკინისებრი არგუმენტები გეკავოთ, ასტროლოგები მაინც გირჩევენ, მოიცადოთ. საკუთარი კოზირის ჩვენება სხვა დღეს სჯობს, როდესაც ბევრად ხელსაყრელი დღე გექნებათ.

0