მაკიაჟის ხრიკები პანდემიისას

მაკიაჟის ხრიკები პანდემიისას - როგორ იყოთ ფორმაში ოთხ წუთში - საოცარი ვიდეო

55
(განახლებულია 11:57 18.02.2021)
მაკიაჟმა პანდემიისას აქტუალობა დაკარგა, თუმცა ქალებს ყოველთვის სურთ თავი განსაკუთრებულად იგრძნონ. ეს ვიდეო ამაში დაგეხმარებათ

მეიქაფ არტისტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავიდან ვერ მიხვდებით, რატომ იკეთებს ქალი მხოლოდ სახის მესამედზე მაკიაჟს.

როდესაც ოთხ წუთში ქალი ნიღაბს ირგებს, ყველაფერი ნათელი ხდება. როგორც ჩანს, სახის იმ მიდამოებზე დროის და მაკიაჟის საშუალებების დაკარგვა, რაც პირბადეში ისედაც არ ჩანს, აქტუალური აღარაა.

და თქვენ როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატებობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

55
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (842)
ქორწილი

ქართველმა პატარძალმა შუა ქორწილში გამოცდები ჩააბარა სახალისო ვიდეო

332
(განახლებულია 17:54 01.03.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც ქორწილის ოპერატორმა გადაიღო. ნახეთ ამ დღისთვის უჩვეულო კადრები.

თბილისში პატარძალმა მაგისტრატურის გამოცდა ონლაინ რეჟიმში, ქორწილის დროს ჩააბარა. ამის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ოპერატორი ავრცელებს, რომელიც წყვილის ფოტოსესიაზე მუშაობდა.

როგორც წყვილი განმარტავს, მათ ჯერ ქორწილის თარიღი დაგეგმეს, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ პატარძალს ამ დღეს გამოცდა დაუნიშნეს, თუმცა მან არც ქორწილის და არც გამოცდის გადატანა არ ისურვა.

332
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (842)
რომანტიკა თოვლში

კურიერი თოვლმა რომანტიკულ ხასიათზე დააყენა სიურპრიზი შეყვარებულს ვიდეო

114
(განახლებულია 22:10 26.02.2021)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორი სიურპრიზი მოუწყო ერთ-ერთი კომპანიის კურიერმა შეყვარებულს თოვლით.

როგორც ჩანს, კურიერი თბილისში მოსულმა თოვლმა რომანტიკულ ხასიათზე დააყენა და შეყვარებულის სახლის წინ ექსპრომტად თოვლზე სიტყვა „მიყვარხარ“ დაწერა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები კურიერის ამ რომანტიკული ჟესტით მოიხიბლნენ და ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა.

114
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (842)
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

0
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

0