დედაქალაქში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა და ასეთ ამინდში, როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესცივდათ კი არა, ვიდეოს ნახვისას „გააკანკალათ“ კიდეც.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ცნობილი რეკორდსმენი, 74 წლის ჰენრი კუპრაშვილია, გოგონა კი მისი 32 წლის მოწაფე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორი, პროექტის მენეჯერი ნინო ოდიშელიძე და როგორც სოციალურ ქსელში მოცურავე წერს, ისინი ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ ამინდში ყოველდღე დარბიან და შემდეგ ცურაობენ ლისის ტბაში.
„ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ვარ, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა ოქროს მედლისათვის ვიბრძოლო, ხოლო ნინო პირველად ცდის ძალებს. ამას გაყინულ წყალში ვარჯიში სჭირდება, ჩვენთან ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის“, - წერს ჰენრი კუპრაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
სინოპტიკისები მომდევნო დღეებშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.
როგორც ჩანს, კურიერი თბილისში მოსულმა თოვლმა რომანტიულ ხასიათზე დააყენა და შეყვარებულის სახლის წინ თოვლზე სიტყვა „მიყვარხარ“ ექსპრომტად დააწერა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები რომანტიული ჟესტით მოიხიბლნენ და ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა.
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქარმა მშენებარი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ძირითადად ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.
„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.
მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.
კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.