„ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა“ – კახა კუჭავას მეგობარი მოუკლეს – ვიდეო

© Photo: Story / FBკახა კუჭავას ტრაგედია
კახა კუჭავას ტრაგედია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „სთორი” წლების წინ, 90-იანებში მის სამეგობროში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

როგორც კახა კუჭავა იხსენებს, 90-იანებში მკვლელმა სხვა ადამიანის ნაცვლად შეცდომით მისი მეგობარი მოკლა.

დეპუტატი იხსენებს, რომ მისი მეგობარი სახლიდან გამოდიოდა, მკვლელი სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა, მაგრამ ხელში ეს შერჩა და პირდაპირ ესროლა.

„ორი კვირით ადრე, თითქოს გული უგრძნობდა, რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, რომ ცოლი მოჰყავდა მალე... მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი”, – გაიხსენა კახა კუჭავამ.

ყველა ახალი ამბავი
0