„ეს ბუზი ყველას ასე აჯდება“ - ია ფარულავას გადაცემის ყველაზე სასაცილო სიტუაციები - ვიდეო

© Photo: Paruli konverti / FBია ფარულავას კურიოზები
ია ფარულავას კურიოზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ტელეწამყვანი ია ფარულავას გადაცემის კურიოზებია ერთად შეკრული

მსახიობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში რეიტინგული გადაცემა „ფარული კონვერტი“ მიჰყავს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჰყავს სტუმრად მიწვეული.

აღმოჩნდა, რომ გადაცემაში კურიოზების გმირი ხშირად ია ფარულავაა, რომელსაც ხან საკუთარი მაკიაჟი არ მოსწონს, ხან დიეტაზეა და მშიერს გადაცემის წაყვანა უჭირს და ხშირად ითხოვს „აჭამონ რამე“, ან სტუდიაში მიძინებული ბუზი არ აძლევს მოსვენებას რომელიც ხშირად გადაცემის ჩაშლას ცდილობს და სტუმრებს თავს „ესხმის“.

გამხიარულებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს, სადაც ძირითადად იას მადლობას უხდიან, რომ ასეთი უშუალო და პირდაპირია.

ყველა ახალი ამბავი
0