ძაღლი სალოცავთან

დაუჯერებელი კადრები ძაღლი ტაძართან მლოცველებს ლოცავს

233
(განახლებულია 16:56 14.01.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც ლოცავს ინდოეთში ძაღლი მლოცველებს ერთ-ერთი ტაძრის წინ.

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ქუჩის ძაღლმა უჩვეულო სამსახური იშოვა. ის ტაძართან ზის და მრევლს ლოცავს.

ზოგიერთი მლოცველი ძაღლს თავს უხრის, ის კი თათს თავზე ადებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძაღლი ტაძართან, როგორც სამსახურში, თითქმის ყოველდღე მიდის და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ზის.

233
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (828)
ძაღლების დაუჯერებელი ქცევა

ამ ძაღლების ქცევით გაოცდებით ნახეთ რა ჭკვიანები ყოფილან ოთხფეხა მეგობრები ვიდეო

151
(განახლებულია 19:47 15.01.2021)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ძაღლების წარმოუდგენელი საზრიანობაა დაფიქსირებული. ნახეთ როგორი რეაქცია აქვთ მათ საინტერესო ექსპერიმენტზე.

ვიდეოში ძაღლებზე ექსპერიმენტია გადაღებული. ექსპერიმენტის დროს ძაღლის დასანახად მის წინ დაყრილ საკვებს სათამაშო ძაღლებს „აჭმევენ“, რომლებიც ვითომ ამ საკვებით „კვდებიან“.

ამის შემყურე ცუგები ჯამიდან აღებულ საკვებს პირიდან ყრიან და სასწრაფოდ ადგილს შორდებიან.

ძაღლები ფიქრობენ, რომ თუ ამ საკვებს მიირთმევენ, ისინიც ცუდად გახდებიან. მათი საზრიანობა ნამდვილად იმსახურებს შექებას.

151
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (828)
თამუნა ლეკვეიშვილი სახალისო ისტორიას იხსენებს

„მანქანაში უპოვეს ძუძუები...“ რა შეემთხვა თამუნა ლეკვეიშვილის ქმარს ვიდეო

18802
(განახლებულია 18:10 13.01.2021)
დილის გადაცემაში იუმორისტები თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი იყვნენ მიწვეული. გოგონებმა სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

რუბრიკაში „რა უდევთ ჩანთაში“ იუმორისტებმა საკუთარი ნივთები მაყურებელს აჩვენეს. თამუნა ლეკვეიშვილს ჩანთაში მეხსიერების ბარათები აღმოაჩნდა, სადაც, მისი თქმით, მისი და თათიას სიმღერები აქვს ჩაწერილი და საჭიროებისამებრ იყენებს.

თათიას თქმით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც სახლში არ არის და ივენთების დამკვეთი სწორედ მაშინ რეკავს, ამიტომ ხელოვნური ძუძუები მუდმივად უდევს მანქანაში, თანაც რამდენიმე, რომლითაც სხვადასხვა ცნობილ როლს ირგებს.

თამუნამ გაიხსენა, რომ მისი ხელოვნური ძუძუები ერთხელ მის მეუღლესაც უპოვეს მანქანაში ავტოსამრეცხაოში. „ძუძუები და დიდი კაბა ედო. მრეცხავმა ძალიან საეჭვოდ შეხედა“, – აღნიშნა სიცილით მსახიობმა.

18802
თემები:
სელებრითების ცხოვრება

პოლიციამ კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა - ვიდეო

0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა

ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.
სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. 

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

0