ნახატი ქალს თავს ესხმის – დაუჯერებელი ვიდეო შეყვარებულმა გადაიღო

© Photo: Paul Vu / FBუცნაური ნახატი, რომელიც ქალზე ეჭვიანობს
უცნაური ნახატი, რომელიც ქალზე ეჭვიანობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა შეყვარებული წყვილი ახალ სახლში გადავიდა და ნივთების ამოლაგება დაიწყეს, გოგონამ შეამჩნია, რომ ნახატი „უცნაურად იქცეოდა“.

როდესაც გოგონა მარტო დარჩა ნახატთან, შეამჩნია, რომ ნახატი „ცოცხლდებოდა“ და „უცნაურად უყურებდა“, რაშიც ვერაფრით ვერ დაარწმუნა ბიჭი.

შეშინებულმა გოგომ შეყვარებულს რამდენჯერმე დაუძახა საშველად, რადგან ნახატში გამოსახულ ქალს ის „ჭკუიდან გადაჰყავდა“, თუმცა ბიჭი მას არ უჯერებდა და არწმუნებდა, რომ ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეყვარებულმა მოუწყო და ნახატის ნაცვლად ხის ჩარჩოში ეკრანი იყო ჩასმული, რომელიც გამოსახულებებს ცვლიდა. შეყვარებულმა კი გაოგნებული ქალის ემოციები ფარული კამერით გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყველა ახალი ამბავი
0