ორსული ქალი

სკანდალური ბიზნესმენი ქორწილში ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა ვიდეო

122
(განახლებულია 15:32 27.11.2020)
ნიგერიაში საქორწინო ცერემონიაზე ერთ-ერთი სტუმარი, ბიზნესმენი სახელად „ლამაზი მაიკი“ ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბიზნესმენი უჩვეულო სტუმრებთან ერთად ჰოლივუდელი მსახიობის უილიამს უჩომბის ქორწილში იმყოფებოდა. ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, ქალებისადმი დიდი თანყვანისცემით ცნობილი მაიკი თითოეულ გოგონას მუცელზე კოცნით აცილებდა ცერემონიაზე.

„ლამაზი მაიკი ლაგოსიდან“ ცნობილია სკანდალური ქცევით. 2019 წლის სექტემბერში ის ხუთ გოგონასთან ერთად პოზიორობდა, რომლებიც საქორწინო კაბებში იყვნენ გამოწყობილი. მაშინ მაიკი ამბობდა, რომ ოცნებობდა ორ ყოფილ და სამ „მოქმედ“ შეყვარებულთან ქორწინებაზე.

2017 წელს ის იმის გამო დააკავეს, რომ ერთ-ერთ ქორწილში რამდენიმე გოგონასთან ერთად მივიდა, რომლებიც ძაღლებივით საბელზე ჰყავდა გამობმული.

122
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (830)
ძაღლი საოცარ ხმებს გამოსცემს

ძაღლი პატრონის კოცნისას უცნაურ ხმებს გამოსცემს ვიდეომ სოციალური ქსელი გაამხიარულა

193
(განახლებულია 22:05 20.01.2021)
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ძაღლს უყვარს მოფერება და ჩახუტება, მაგრამ ძაღლების უმრავლესობას ეს არ სიამოვნებს, განსაკუთრებით, ბავშვების უხეში მოფერება, როდესაც ყურებს ან ბეწვს ქაჩავენ და ა.შ.

ვიდეოში ჩანს, რა რეაქცია აქვს ჰასკს პატრონის კოცნაზე. როგორც ჩანს, ცუგა ან დაღლილია და ძილი უნდა, ან, ზოგადად, არ უყვარს, როდესაც მის მიმართ სიყვარულს ასე გამოხატავენ.

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.

193
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (830)
ია ფარულავას კურიოზები

„ეს ბუზი ყველას ასე აჯდება“ - ია ფარულავას გადაცემის ყველაზე სასაცილო სიტუაციები - ვიდეო

394
(განახლებულია 11:58 20.01.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ტელეწამყვანი ია ფარულავას გადაცემის კურიოზებია ერთად შეკრული

მსახიობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში რეიტინგული გადაცემა „ფარული კონვერტი“ მიჰყავს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჰყავს სტუმრად მიწვეული.

აღმოჩნდა, რომ გადაცემაში კურიოზების გმირი ხშირად ია ფარულავაა, რომელსაც ხან საკუთარი მაკიაჟი არ მოსწონს, ხან დიეტაზეა და მშიერს გადაცემის წაყვანა უჭირს და ხშირად ითხოვს „აჭამონ რამე“, ან სტუდიაში მიძინებული ბუზი არ აძლევს მოსვენებას რომელიც ხშირად გადაცემის ჩაშლას ცდილობს და სტუმრებს თავს „ესხმის“.

გამხიარულებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს, სადაც ძირითადად იას მადლობას უხდიან, რომ ასეთი უშუალო და პირდაპირია.

394
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (830)
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0