„იმედში“ გადასვლის გამო მეგობრებმა ზურგი მაქციეს – დიმა ობოლაძის აღიარება – ვიდეო

© Photo: Sicruis Deteqtori / FBდიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორში“
დიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა „იმედზე” და ისეთ კითხვებს უპასუხა, რაზეც აქამდე არასდროს უსაუბრია, მათ შორის „რუსთავი 2“-დან წამოსვლის თემაც იყო.

„რუსთავი 2″-ის დატოვების გამო მეგობრებმა ზურგი გაქციეს?“ – ამ კითხვაზე ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დადებითად უპასუხა.

ობოლაძე აცხადებს, რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, თუმცა მის მიმართ ყოფილი კოლეგები გაცივდნენ. „ზურგი მეგობრებმა შემაქციეს, ნიუსიც იყო, სპორტის ჟურნალისტებიც. ვინც მინდოდა და ჩემიანი იყო, „იმედზე” წამოვიყვანე და ჩემთან ერთად მუშაობდა. დღესაც ჩემთან ერთად მუშაობენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს არხი დატოვა და დიდი გაკვირვება გამოიწვია“, – ამბობს დიმა ობოლაძე.

დიმიტრი ობოლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-დან „იმედში” 2017 წლის მარტში გადაინაცვლა. ობოლაძე „იმედში“ სპორტული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს და „ქრონიკის” სპორტულ ბლოკს უძღვება.

სპორტის კომენტატორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში 21 წლის განმავლობაში მუშაობდა, ის სპორტის მიმომხილველი და გადაცემა „სხვა შუადღის” წამყვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0