ფისო მულტფილმს უყურებს

ეს კნუტი „ტომი და ჯერის“ საოცარი ინტერესით უყურებს სახალისო ვიდეო

67
(განახლებულია 15:34 18.11.2020)
ცხოველები ხშირად არიან სოციალურ ქსელებში პოპულარული ვიდეოების თუ ფოტოების გმირები. ნახეთ რა პოპულარული გახდა პატარა კნუტი თავისი უცნაური სიყვარულის გამო.

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პატარა კნუტი ცნობილ მულტსერიალს „ტომი და ჯერის“ სიამოვნებით შეჰყურებს.

უცნობია, რამ გამოიწვია ცხოველის ამ მულტფილმით ასეთი დაინტერესება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მისი პატრონის გავლენაა, რომელიც ალბათ ხშირად უყურებს მას.

უკვე ათეული წლებია, რაც კატა ტომისა და თაგვი ჯერის თავგადასავალი უამრავი ბავშვის საყვარელი მულტფილმი გახდა. მას სიამოვნებით უყურებენ მათი მშობლებიც. ანიმაციური კინოს ყველაზე სასაცილო გმირები მუდამ ბრუნდებიან და მათი საოცარი თავგადასავლები გრძელდება.

67
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (815)
ორსული ქალი

სკანდალური ბიზნესმენი ქორწილში ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა ვიდეო

108
(განახლებულია 15:32 27.11.2020)
ნიგერიაში საქორწინო ცერემონიაზე ერთ-ერთი სტუმარი, ბიზნესმენი სახელად „ლამაზი მაიკი“ ექვს ორსულ შეყვარებულთან ერთად მივიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბიზნესმენი უჩვეულო სტუმრებთან ერთად ჰოლივუდელი მსახიობის უილიამს უჩომბის ქორწილში იმყოფებოდა. ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, ქალებისადმი დიდი თანყვანისცემით ცნობილი მაიკი თითოეულ გოგონას მუცელზე კოცნით აცილებდა ცერემონიაზე.

„ლამაზი მაიკი ლაგოსიდან“ ცნობილია სკანდალური ქცევით. 2019 წლის სექტემბერში ის ხუთ გოგონასთან ერთად პოზიორობდა, რომლებიც საქორწინო კაბებში იყვნენ გამოწყობილი. მაშინ მაიკი ამბობდა, რომ ოცნებობდა ორ ყოფილ და სამ „მოქმედ“ შეყვარებულთან ქორწინებაზე.

2017 წელს ის იმის გამო დააკავეს, რომ ერთ-ერთ ქორწილში რამდენიმე გოგონასთან ერთად მივიდა, რომლებიც ძაღლებივით საბელზე ჰყავდა გამობმული.

108
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (815)
მთვრალი ციყვი მინესოტაში

მთვრალი ციყვი ჯამს ეჭიდება, რომ არ წაიქცეს ვიდეომ სოციალური ქსელები მოიცვა

223
(განახლებულია 19:32 26.11.2020)
მინესოტის შტატში ციყვმა უკვე ფერმენტირებული მსხალი შეჭამა და დათვრა. მინესოტაში მცხოვრებმა კეტი მორლოკმა მსხალი ბაღში ცხოველებს საკვებად დაუტოვა.

გადამწიფებული მსხალი ციყვმა შეჭამა. ერთი საათის შემდეგ ციყვი, რომელსაც მორლოკმა ლილ რედი დაარქვა, ბარბაცით დაბრუნდა ბაღში.

მორლოკის ვარაუდით, მის მიერ დატოვებული მსხალი უკვე ფერმენტირებული იყო და ცხოველი ხილში გამოყოფილი ალკოჰოლით დათვრა.

კეტი მორლოკმა ციყვს კიდევ მისცა საკვები და ვიდეო გადაუღო. ვიდეოში ჩანს, როგორ ბარბაცებს ჯამის წინ მდგარი ციყვი და ჯამს ეჭიდება, რომ არ წაიქცეს.

გადამწიფებული, ფერმენტირებული ხილით ცხოველების დათრობის შემთხვევები არც ისე იშვიათია.

223
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (815)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 1 დეკემბერი

0
(განახლებულია 08:55 01.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პლატონი 

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე , მაგრამ რომ ვერ შეძლო, ნეტარი პლატონი ჯერ დაუნდობლად აწამეს, ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული

მიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა. მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. გაბრაზებულმა მტარვალმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია.  წმიდა რომანოზს კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფეს მედავითნე - კესარიელი

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ ქრიტიანობისთვის.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0