ინჟინრებმა ცოცხალთვალებიანი რობოტი შექმნეს: ვიდეო

გამოწერა
კომპანია Disney-ს ინჟინრებმა შექმნეს შემაშინებელი გარეგნობის რობოტი, რომელიც თვალებს ამოძრავებს და ახამხამებს კიდეც.

კომპანია Disney Research-ში შექმნილია სისტემა, რომელიც რობოტ–ჰუმანოიდებს ადამიანთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებაში დაეხმარება, იუწყება გამოცემა Gizmodo.

მანამდე ადამიანის მსგავსი რობოტების უმთავრესი პრობლემა თვალები იყო. ადამიანებმა ისწავლეს ბუნებრივის ზედმიწევნით მსგავსი ხელოვნური კანის, თმისა და სხვა დეტალების დამზადება, მაგრამ რობოტების „უსულო“ გამოხედვა მყისიერად გასცემდა ხოლმე ფაქტს, რომ საქმე მანქანასთან გვქონდა და არა ადამიანთან. Disney-ს ლაბორატორიამ კი ეს პრობლემა წარმატებით გადაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინჟინრებმა შექმნეს რეალისტური თვალები, რომლებსაც რობოტი არა მარტო ამოძრავებს – აქეთ-იქით იხედება, არამედ ახამხამებს კიდეც. ყოველივე ამას ახლავს თავის მსუბუქი მოძრაობა, რაც ძალიან ბუნებრივად გამოიყურება.

რობოტს მკრედზე დამაგრებული აქვს კამერა, რომელიც მანქანას ეხმარება ამოიცნოს, რომელი მხრიდან ელაპარაკება მას ადამიანი და ისიც მაშინვე მოსაუბრისკენ ტრიალდება.

როგორც ჩანს, Disney ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალში თავის გასართობ პარკებში აპირებს — მულტფილმების, ფილმებისა და სერიალების პერსონაჟების რეალისტური ორეულების შესაქმნელად.

მანამდე კი ჯერჯერობით რობოტი სულაც არ გამოიუყურება ცოცხალი ადამიანივით — ის უფრო თავის ქალას ჰგავს, ყბის შიშველი ძვლებითა და მეტყველი თვალებით. ამიტომ ვიდეოზე ის უსიამოვნოდ და შემაშინებლადაც გამოიყურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0