როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან

„ნივრის მძივი მიკეთია, ჩანთაში მაქვს არყის ბოთლი“ ვიდეო, რომელსაც სოცქსელში განიხილავენ

450
(განახლებულია 19:40 28.10.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქუჩაში გამოკითხვისას ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან, მოხუცი ქალი არაორდინარულ პასუხს იძლევა.

ქალი ამობს, რომ კისერზე ნივრის მძივი უკეთია, ნიღაბს არ იხსნის, ხოლო ჩანთით დააქვს არყის ბოთლი, რომლითაც დეზინფექციას იტარებს ხელებზე, და „სათოფეზე არ ეკარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს“.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისს უკავშირდება. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი. საქართველოში 18750 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4022 ადამიანია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა – 253, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

450
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (812)
გოგონა სახლში ბუს ზრდის

ბუ, რომელიც ორ კატასთან ერთად ცხოვრობს ყველაზე პოპულარული ფრინველი თბილისში ვიდეო

41
(განახლებულია 19:06 20.11.2020)
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ბუ სახელად „ნებულა“, რომელიც ფოტოგრაფმა ციცი ჩხეიძემ შეიფარა და ზრდის.

გოგონამ ბუს შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფიდან შეიტყო, სადაც წერდნენ, რომ იპოვეს პნევმატური თოფით დაჭრილი ფრინველი და მას დახმარება ესაჭიროებოდა.

ციციმ ბუ ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, დაზიანებული ფრთის ამპუტაცია გაუკეთეს. ამჟამად ბუ ციცისთან და ორ კატასთან ერთად ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში მისი პატრონი ხშირად აქვეყნებს „ნებულას“ ვიდეოებს, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს.

41
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (812)
დიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორში“

„იმედში“ გადასვლის გამო მეგობრებმა ზურგი მაქციეს დიმა ობოლაძის აღიარება ვიდეო

704
(განახლებულია 17:44 20.11.2020)
დიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა „იმედზე” და ისეთ კითხვებს უპასუხა, რაზეც აქამდე არასდროს უსაუბრია, მათ შორის „რუსთავი 2“-დან წამოსვლის თემაც იყო.

„რუსთავი 2″-ის დატოვების გამო მეგობრებმა ზურგი გაქციეს?“ – ამ კითხვაზე ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დადებითად უპასუხა.

ობოლაძე აცხადებს, რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, თუმცა მის მიმართ ყოფილი კოლეგები გაცივდნენ. „ზურგი მეგობრებმა შემაქციეს, ნიუსიც იყო, სპორტის ჟურნალისტებიც. ვინც მინდოდა და ჩემიანი იყო, „იმედზე” წამოვიყვანე და ჩემთან ერთად მუშაობდა. დღესაც ჩემთან ერთად მუშაობენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს არხი დატოვა და დიდი გაკვირვება გამოიწვია“, – ამბობს დიმა ობოლაძე.

დიმიტრი ობოლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-დან „იმედში” 2017 წლის მარტში გადაინაცვლა. ობოლაძე „იმედში“ სპორტული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს და „ქრონიკის” სპორტულ ბლოკს უძღვება.

სპორტის კომენტატორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში 21 წლის განმავლობაში მუშაობდა, ის სპორტის მიმომხილველი და გადაცემა „სხვა შუადღის” წამყვანი იყო.

704
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (812)
ქალი აფთიაქში

ჰიგიენის საშუალებებს ქალები უფასოდ მიიღებენ: შოტლანდიამ ახალი კანონი დაამტკიცა

0
(განახლებულია 12:25 25.11.2020)
იმისათვის, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა ქალებმა უფასოდ მიიღონ ჰიგიენური საშუალებები, ხაზინას ყოველწლიურად 44 მლნ დოლარის გაღება მოუწევს

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შოტლანდიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალების ჰიგიენური საშუალებებით უფასოდ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„კანონპროექტი ჰიგიენური პროდუქტების შესახებ (უფასო მიწოდება შოტლანდიაში) დღეს ერთხმად მიიღეს პარლამენტის წევრებმა“, — ნათქვამია პარლამენტის Twitter–ზე 

აღნიშნული საშუალებების (მათ შორის, ჰიგიენური საფენებისა და ტამპონების) უფასოდ შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც აფთიაქებში, ისე საზოგადოებრივ ცენტრებსა თუ კლუბებში.

როგორც რეგიონის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, შოტლანდიამ მსოფლიოში პირველმა მიიღო კანონი, რომელიც ჰიგიენურ პროდუქციაზე წვდომის საშუალებას აძლევს ყველას, „ვისაც ეს სჭირდება“.

​კანონპროექტის ინიციატორ მონიკა ლენონის თქმით, სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებები არ არის ფუფუნების საგნები, ამიტომ მათზე წვდომა ყველა ქალს უნდა ჰქონდეს — მიუხედავად მატერიალური მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონისა.

საპარლამენტო დებატებისას ითქვა, რომ ქალი პირადი ჰიგიენის საშუალებებზე 9 000 დოლარს ხარჯავს (მთელი ხნის განმავლობაში). მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალი ვერ აძლევს თავს ამის საშუალებას, სახელმწიფომ შესაბამისი დახმარება უნდა გაუწიოს მათ.

ექსპერტების დათვლებით, ქალის ჰიგიენური საშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსება ხაზინას წელიწადში დაახლოებით 44 მლნ დოლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ: შოტლანდია 2018 წელს ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც სკოლებს, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ასევე უფასოდ მიეწოდება ჰიგიენური საშუალებები.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს