სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ძაღლი ცნობილი იტალიელი ტენორის ლუჩანო პავაროტის საოპერო არიის გაგონებისას სწრაფად შემორბის ტელევიზორთან.
ძაღლი თავს ვერ იკავებს და საოპერო მომღერლის არიას ყმუილით ჰყვება.
უცნობია, რამ გამოიწვია ცხოველის საოპერო მუსიკით ასეთი დაინტერესება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მისი პატრონის გავლენაა, რომელიც ალბათ საოპერო მუსიკის დიდი მოყვარულია და სწორედ მისი გავლენითაა ძაღლი ასე გათვითცნობიერებული მუსიკის ამ მიმდინარეობაში.