ნათლობა

ყველაზე სახალისო ნათლობა - ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ - ვიდეო

639
(განახლებულია 22:28 02.10.2020)
მცირეწლოვანი ბავშვები ინტერნეტში ბევრი სასაცილო და საყვარელი ვიდეოს გმირები არიან, რომლებიც იპყრობენ მსოფლიოს ხალხის გულებს

ნათლობაზე დამსწრეებს არ ეგონათ, რომ ჩვილებს შეეძლოთ უცხო გარემოზე ასეთი უჩვეულო რეაგირება.
კადრებში ჩანს, როგორ გადასცემს დედა შვილს მღვდლის დამხმარეს - ბავშვისთვის სრულიად უცხო ადამიანს. ამან არ შეაშინა ბავშვი, რადგან მისთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო არა მღვდელი, არამედ წყალი.

ვიდეოში ნათლობის დამსწრეების სიცილიც ისმის. სტუმრები იმან გაახალისა, რომ მაშინაც კი, როდესაც ბავშვი თავით ჩასვეს წყალში, ის მაინც ისეთი მხიარული აღმოჩნდა და ტაშიც კი შემოკრა.

639
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (803)
„ნიჭიერის“ მონაწილე ბიძინა გამრეკელი მეუღლესთან ერთად

ასაკოვანი წყვილის ვიდეო, რომელიც სოცქსელების ჰიტად იქცა

931
(განახლებულია 16:54 12.10.2020)
პროექტ „ნიჭერის“ მონაწილეზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში მეორე დღეა განხილვის თემაა. ნახეთ რატომ გახდა ვიდეო ასეთი პოპულარული.

ვიდეოში 73 წლის მომღერალი ბიძინა გამრეკელი, რომელიც „ნიჭიერის“ პირველი ნახევარფინალისთვის ემზადება, მეუღლესთან ერთადაა გადაღებული.

ვიდეოში წყვილი შეხვედრის და დაოჯახების დეტალებს იხსენებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლები იმან გაახალისა, რომ კითხვაზე, რით მოიხიბლნენ შეხვედრისას, პასუხის დროს კაცს მეუღლე მის კარგ თვისებებს კარნახობს.

931
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (803)
დაპირისპირება ავტობუსში

„ხელი გაწიე...“ ავტობუსში პირბადის გამო მოქალაქე მგზავრებს დაუპირისპირდა ვიდეო

452
(განახლებულია 19:28 06.10.2020)
თბილისში სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრებს შორის დაპირისპირება პირბადის გამო მოხდა. ნახეთ ვიდეო.

სამგზავრო ავტობუსის მგზავრი თავად აქვეყნებს ვიდეოს, როგორ დაუპირისპირდნენ მას სხვა მგზავრები და ავტობუსის გამცილებელი იმის გამო, რომ მას პირბადე არ უკეთია.

ვიდეოში ისმის უკმაყოფილო კომენტარები, რომ იმის გამო, რომ მას პირბადე არ უკეთია, სხვებსაც ზიანს აყენებს, რასაც ვიდეოს ავტორი არ ეთანხმება და ვერ ხვდება, რატომ ლანძღავენ პირბადის გამო.

 

452
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (803)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

რა ხდება ზუგდიდში „საქართველოს ბანკთან“, სადაც მძევლები აიყვანეს

0
(განახლებულია 11:57 22.10.2020)
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობაში, სადაც გუშინ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მედიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს ბანკის შენობასთან მისვლის საშუალება მხოლოდ დღეს დილით მიეცათ. გუშინ ტერიტორია სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ამ დროისთვის ბანკის ფილიალი კლიენტებისთვის დაკეტილია. მათ მხოლოდ  შენობის შესასვლევთან განთავსებული ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატებით  სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.  ცენტრალური კარი დალუქულია.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია>>>

შსს–ს ცნობით, შეიარაღებულ პირს მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. უწყების ინფორმაციით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. საბოლოოდ ყველა მძევლის გათავისუფლება დილისთვის გახდა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა