ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ – სახალისო ვიდეო

© Photo: Hi-News.ru / FBდაუჯერებელი კადრები ფილმებში
დაუჯერებელი კადრები ფილმებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0