ჰასკიმ პატრონი იპოვა

პატრონმა დაკარგული ჰასკი ოთხი წლის შემდეგ იპოვა ნახეთ მათი ემოციური შეხვედრა ვიდეო

378
(განახლებულია 20:55 01.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორც შეხვდა თბილისში 4 წლის წინ დაკარგული ჰასკი პატრონებს.

ვიდეოს ავტორი თეა მოდებაძეა, რომელიც, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის ადამიანია, ვინც მეუღლესთან ერთად დაკარგული ჰასკი შეიფარა.

ქალი წერს, რომ ძაღლს ეზოში მოკრეს თვალი, შემდეგ ბავშვის თხოვნით სახლში აიყვანეს და დაიტოვეს, თუმცა ფოტოები გადაუღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით პატრონის პოვნას ცდილობდნენ.

როდესაც ძაღლის ფოტოები მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნახა, თეას უთხრა, რომ ჰასკი ძალიან ჰგავდა მის დაკარგულ „მაშკას“, თუმცა შეუძლებელია ეს მაშკა ყოფილიყო, რადგან მათ ის ოთხი წლის წინ დაეკარგათ.

იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, ძაღლი ნამდვილად მაშკა იყო თუ არა, მეგობრებმა შეხვედრა მოაწყვეს, რომელიც თეა მოდებაძემ გადაიღო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჰასკი სწორედ ის მაშკაა, რომელიც ამ ადამიანებმა ოთხი წლის წინ დაკარგეს.

„გაოგნებული და ბედნიერი ვარ, მაშკამ თავისი პირველი პატრონი იპოვა“, – წერს ვიდეოს ავტორი.

378
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
ქეიფი წყალში

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა სახალისო ვიდეო

350
(განახლებულია 18:05 19.08.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

350
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

2990
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

2990
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

0
ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში