გიორგი შაქარაშვილის სიმღერა

„საუკეთესო ბიჭი დავკარგეთ…“ გიორგი შაქარაშვილის სულისშემძვრელი სიმღერა ვიდეო

1484
(განახლებულია 17:19 08.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი დღეებია აღბეჭდილი.

ვიდეოში გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მღერის. 19 წლის ფეხბურთელი 25 ივნისს დაკრძალეს. შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის ბოლოს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და ეს შემდეგ ავტომაგისტრალზეც გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს მისმა მეგობარმა გუკა ამირხანაშვილმა დაინახა, თუ როგორ მირბოდა გიორგი იმ მიმართულებით, სადაც მოგვიანებით მისი ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, წვეულებაზე შელაპარაკება „ნახალოვკელებსა” და „საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნოდნენ. 

19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

1484
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (131)
ქეიფი წყალში

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა სახალისო ვიდეო

381
(განახლებულია 18:05 19.08.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

381
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

3290
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

3290
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 34–მდე გაიზარდა

23
(განახლებულია 13:16 29.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

გავრცელებული ინფორმაციით, ლეტალური ფაქტი საჩხერის საავადმყოფოში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღნიშნული ფაქტი დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა.  დილით ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც  თანმდევი დაავადებები –  ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი – აღენიშნებოდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 34, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში