ისრაელის ელჩი რან გიდორი ქალიშვილთან ერთად ცეკვავს

„პირველი ცეკვა ჩემს დიპლომატ გოგონასთან“ ისრაელის ელჩი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

174
(განახლებულია 20:42 23.06.2020)
საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ახალშობილ გოგონასთან ერთად უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი გოგონას მამა 15 ივნისს გახდა. „ჩემი თბილისელი გოგო, 3 კილოგრამი ბედნიერება“, – დაწერა ელჩმა და ახალშობილ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რან გიდორი საქართველოში ელჩად იანვარში დაინიშნა, ამ დროიდან ის მეუღლესთან, ინა ლაზარევასთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

წყვილი მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან უხაროდა, რომ მისი შვილი თბილისში დაიბადებოდა.

 

174
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
არაჩვეულებრივი ცეკვა

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

86
(განახლებულია 17:56 10.07.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ასაკოვანი წყვილი - 91 და 94 წლის ადამიანები შეუდარებლად ცეკვავენ

წყვილის მოქნილობით და ახალგაზრდული შემართებით სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებულები არიან. ისინი როკ-ენ-როლს ისე ასრულებენ, 

86
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ სახალისო ვიდეო

517
(განახლებულია 20:03 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

517
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
ეთერ თუთბერიძე აღსაზრდელებთან ერთად

„ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ“ - თუთბერიძემ მიღებულ ჯილდოზე ისაუბრა

0
(განახლებულია 18:34 12.07.2020)
განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, განაცხადა თუთბერიძემ. 17 წლის გოგონა ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მიღებული ჯილდო - განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარებაა, განაცხადა ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებულმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ, მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) Skating Awards-ის პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში საკუთარი გამარჯვების კომენტირებისას.

ისტორიაში პირველი ISU Skating Awards-ის ცერემონია შაბათს  ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

„ჩემთვის, როგორც ყველა მწვრთნელისთვის, ეს არის განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარება. მით უმეტეს, რომ მეტოქეები ძალიან ღირსეული მყავდა. ნომინანტებს შორის რომ მოვხვდი, ესეც დიდი პატივია“, - ციტირებს თუთბერიძეს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური.

მწვრთნელმა ასევე წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო გაამხილა: „ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, მეტი არაფერია. ჩემთვის ყოველი სტარტი, კვარცხლბეკი - ჩემი გზის ნაწილია. ერთი შეჯიბრება მთავრდება, მე კი უკვე იმაზე ვფიქრობ, რაზე უნდა ვიმუშაო შემდგომში, როგორ შევინარჩუნო ან გავაუმჯობესო სპორტული ფორმა ან გამოვასწორო შეცდომები“.

თუთბერიძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, რომელიც ყინულზე ცეკვებში გლებ სმოლინთან წყვილში ასპარეზობს. მწვრთნელმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მინდა დავდგა ისეთი პროგრამები, რომელიც მაყურებელს გულს აუჩუყებს, დააფიქრებს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

0