თბილისის ზაფხულის სიცხისგან თავდასაცავად ნანკამ „ორიგინალურ“ ხერხს მიმართა – სასრიალოს თავში მოექცა, წყლით სავსე ჭურჭელი მოიმარაგა და ბავშვები რიგრიგობით გააგრილა.
„ბავშვები ნელნელა მემატებიან“, – წერს მსახიობი. როგორც ჩანს, „ინოვაციურმა“ მეთოდმა გაჭრა – ვიდეოში ჩანს, რომ გრილი სრიალის მოყვარულები ნელ-ნელა მრავლდებიან.
ვიდეოში ნანკას ვაჟი დანიელიც ჩანს, რომელიც მსახიობს ცნობილი კალათბურთელის ირაკლი კეიდიასგან ჰყავს.
ბიჭუნა დიდი პოპულარობით სარგებლობს და პერიოდულად ჩანს სხვადასხვა საბავშვო ბრენდის რეკლამებში.