თამარ ივერის შვილების დაბადების დღე

თამარ ივერმა შვილებს დაბადების დღე თერჯოლაში გადაუხადა ვიდეო

357
(განახლებულია 14:50 17.06.2020)
ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა ტყუპ შვილებს დაბადების დღე თერჯოლაში გადაუხადა. ვიდეოს თამარ ივერის მეუღლე რაულ ცხადაძე ავრცელებს.

საოპერო მომღერალს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე 2014 წლის 1 ივნისს, ნინოობას გახდნენ ტყუპების მშობლები.

თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია.

თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა, ხოლო რადგან ბავშვები ნინოობას დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.

თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა შვილების ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებას ერიდება.

357
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
ქეიფი წყალში

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა სახალისო ვიდეო

381
(განახლებულია 18:05 19.08.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

381
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

3292
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

3292
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 ოქტომბერს

0
(განახლებულია 12:22 29.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოქტომბრის პირველ დღეს გრილი ამინდი ელოდებათ –  დღისით ჰაერის 19  გრადუსამდე გათბება

თბილისი, 29  სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს  თბილი ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მზე 06:58 საათზე ამოვა და 18:41 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 19 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 14-16 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

0
თემები:
ამინდი საქართველოში