ორიგინალური ხელის თხოვნა

„სამჯერ ამიჩქარდა გული“ ბიჭმა ჰკითხა, გაჰყვებოდა თუ არა ცოლად, ნახეთ რა ქნა გოგომ

2231
(განახლებულია 20:37 15.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა მის რჩეულს დაბადების დღეზე ორიგინალურად სთხოვა ხელი.

გოგონას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ტატუს სპეციალისტია, მეგობრებმა სამუშაო ადგილზე მიაკითხეს. თავიდან მას ეგონა, რომ ეს ხალხი მისი დაბადების დღის გამო შეიკრიბა, თუმცა შეცდა.

აღმოჩნდა, რომ მისმა შეყვარებულმა ხელის თხოვნა ორიგინალურად ჩაიფიქრა და მანამდე მკლავზე ამოისვირინგა „გამომყვები ცოლად?“, რომელსაც ორი სავარაუდო პასუხი ჰქონდა – „კი“ და „არა“.

„ეს ღამე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. 5 წელია მე და გიო ერთად ვართ და ყოველთვის ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას. ამ დღეს 3-ჯერ ამიჩქარდა გული უზომო ბედნიერებისგან“, – წერს გოგონა.

ტატუმასტერი ტატიანა მეგობრებს და საქმროს ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

2231
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
ქეიფი წყალში

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა სახალისო ვიდეო

350
(განახლებულია 18:05 19.08.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

350
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

2990
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

2990
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში