26 მაისის საიმიჯო რგოლი

26 მაისის ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება ვიდეო

96
(განახლებულია 21:15 26.05.2020)
სოციალურ ქსელში 26 მაისის საიმიჯო ვიდეორგოლი ვრცელდება, რომელიც საქართველოს ისტორიის მანძილზე დაგროვილ ფასეულ ცოდნას ასახავს, რომელიც ერის იდენტობის ნაწილია.

 

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, „წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის მთავარი საიმიჯო რგოლი. კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“.

ვიდეოს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი. რგოლის დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“.

96
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
ქეიფი წყალში

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა სახალისო ვიდეო

350
(განახლებულია 18:05 19.08.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

350
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

2990
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

2990
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (799)
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში