ძაღლი გულის ხელოვნურ მასაჟს აკეთებს

ქალმა კარანტინში ძაღლს გულის ხელოვნური მასაჟი ასწავლა - გულის ამაჩუყებელი ვიდეო

118
(განახლებულია 20:40 20.05.2020)
ტანია ბუთლერმა თავის ძაღლს გულ-ფილტვის რეანიმაციის გაკეთება 45 წუთში ასწავლა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ქალი ამბობს, რომ ძაღლს ეს ხრიკი კარანტინში ყოფნის დროს გართობის მიზნით ასწავლა, თუმცა იმედოვნებს, რომ თუ საჭირო გახდა, ძაღლი ამით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.

118
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

269
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

269
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
თოლიების შემოსევა ბათუმში

საოცარი კადრები - ბათუმს უამრავი თოლია შეესია - ვიდეო

88
(განახლებულია 12:29 21.05.2020)
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბათუმში, არ არსებობს ამ ვიდეომ ნოსტალგიურ ხასიათზე არ დააყენოს, თუმცა მსგავსი სანახაობის მომსწრე ალბათ ცოტა თუ ხდება

ვიდეოში ჩანს, რომ ბათუმში, ზღვაზე უამრავი თოლიაა შესეული ნაპირს და მათი ტალღებისგან გარჩევა ჭირს.

88
პოლიცია აჯარიმებს დამრღვევს

თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან - ვის ეხება ცვლილება

0
(განახლებულია 01:11 26.05.2020)
ყველა საქმეზე მოხდება განხილვის შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამის კანონმდებლობაში განსახორციელებელი კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა.

საუბარია „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 1252 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულისხმობს.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით, ასეთი მიმდინარე საქმეები არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში.

შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში