მუსიკალური თუთიყუში

ეს თუთიყუში მობილურის ყველა ზარზე ზუსტად რეაგირებს და ცეკვავს - სახალისო ვიდეო

993
(განახლებულია 18:45 15.05.2020)
ასეთი მუსიკალური თუთიყუში ალბათ არასდროს გინახავთ. ის მობილურის სხვადასხვა ზარზე აბსოლუტურად ზუსტად რეაგირებს და სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავს ფრინველი სხვადასხვა მელოდიაზე.

993
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

273
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

273
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
თოლიების შემოსევა ბათუმში

საოცარი კადრები - ბათუმს უამრავი თოლია შეესია - ვიდეო

88
(განახლებულია 12:29 21.05.2020)
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბათუმში, არ არსებობს ამ ვიდეომ ნოსტალგიურ ხასიათზე არ დააყენოს, თუმცა მსგავსი სანახაობის მომსწრე ალბათ ცოტა თუ ხდება

ვიდეოში ჩანს, რომ ბათუმში, ზღვაზე უამრავი თოლიაა შესეული ნაპირს და მათი ტალღებისგან გარჩევა ჭირს.

88
შალვა კეკელია

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ - მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

0
(განახლებულია 22:27 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ცნობილი დეკანოზი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს.

სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს თავი დაანებონ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება