უცნაური ნათება თბილისის ცაზე - ნახეთ რატომ ჩანდა „ვარსკვლავები“ ასე უცნაურად - ვიდეო

© Photo: Jamie Cottrell / FBნათება ცაზე
ნათება ცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცაზე გუშინ, დაახლოებით 21:00 საათისთვის ბევრმა შეამჩნია "ვარსკვლავების" უცნაური განლაგება ცაზე და სოციალური ქსელი მისმა ფოტოებმა მოიცვა. იცით რა იყო ეს ნათება?

საქმე ისაა, რომ ეს არც ზებუნებრივი ძალების გამოვლენა იყო და არც რომელიმე პლანეტარული მოვლენა. თბილისის ცაზე იმ თანამგზავრების ნაწილი გამოჩნდა, რომლებიც 22 აპრილს SpaceX Falcon 9-ის დახმარებით ილონ მასკმა გაუშვა ორბიტაზე.

აღნიშნული თანამგზავრები ასევე გამოჩნდა, მაგალითად, ინგლისში, სადაც ამ ფაქტის გამო ხალხი დაპანიკდა. ზოგიერთ მათგანს ეგონა, რომ უცხოპლანეტელები ნახეს. თანამგზავრები უკრაინაში, კიევის ცაზეც გამოჩნდა. ილონ მასკის საბოლოო მიზანი კი კოსმოსში 12 ათასი ასეთი აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0