ირაკლი იმნაიშვილის მიმართვა

„ხელები მეწვის, ექიმები ამას როგორ უძლებენ?!“ - ირაკლი იმნაიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

251
(განახლებულია 16:34 22.04.2020)
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან რეანიმაციაში იმყოფებოდა, ავრცელებს მიმართვას, თუ რა გართულებები მოჰყვა გადაღებაზე ყოფნას.

როგორც ვიდეომიმართვაში ირაკლი იმნაიშვილი ამბობს, ხელები ეწვის, რაც, სავარაუდოდ, ალერგიული რეაქციაა და ამის გამო ვერც ხელთათმანს იკეთებს და ვერც ხსნარით იმუშავებს. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მედიკოსები თავდაუზოგავად არიან ჩაბმული. აღნიშნულის საჩვენებლად რამდენიმე დღის წინ ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2″-ზე შესაბამისი სიუჟეტი მოამზადა და საზოგადოებას ის მძიმე ყოფა აჩვენა, რომლის ატანაც მედპერსონალს ყოველდღიურად უწევს.

251
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
26 მაისის საიმიჯო რგოლი

26 მაისის ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება ვიდეო

63
(განახლებულია 21:15 26.05.2020)
სოციალურ ქსელში 26 მაისის საიმიჯო ვიდეორგოლი ვრცელდება, რომელიც საქართველოს ისტორიის მანძილზე დაგროვილ ფასეულ ცოდნას ასახავს, რომელიც ერის იდენტობის ნაწილია.

 

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, „წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის მთავარი საიმიჯო რგოლი. კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“.

ვიდეოს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი. რგოლის დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“.

63
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

343
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

343
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
დაკეტილი კაფე მცხეთაში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი

78479
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78479
თემები:
COVID-19 საქართველოში