ქართველი ემიგრანტი დედების ლოცვა

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი დედების ემოციური ლოცვა ვიდეო

372
(განახლებულია 16:56 27.03.2020)
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ხათუნა თურქაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ემიგრანტი დედები საქართველოსთვის სიმღერით ლოცულობენ.

„გაძლიერდით, ჩვენო შვილებო, ჩვენთან არს ღმერთი“, – წერს ვიდეოს ავტორი.

372
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (779)
ყვავი გამვლელებს თავს დაესხა

„ჰიჩკოკობა ქალაქში“ კადრები, როგორ ესხმის თავს ყვავი კოსტავას ქუჩაზე გამვლელებს

783
(განახლებულია 15:44 03.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც ქეთი ტო­მა­რა­ძემ გაავრცელა. ის სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გახ­და თვითმხილ­ვე­ლი, რო­გორ დაესხა თავს ყვა­ვი ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს.

ვი­დეოში ჩანს, რო­გორ აფ­რინ­დე­ბა ფრინ­ვე­ლი თმებ­ში გამ­ვლე­ლებს, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში პა­ნი­კას იწ­ვევს.

„ჰი­ჩკო­კო­ბა ქა­ლაქ­ში... ორ­ნი­ტო­ფო­ბებ­მა და სენ­სი­ტი­უ­რებ­მა არ უყუ­როთ“ – წერს ტო­მა­რა­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტარ­ში და დას­ძენს, რომ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პატ­რულ­მა მო­ნაკ­ვე­თი გა­და­კე­ტა და იქ გამ­ვლე­ლებს აღარ უშ­ვებ­და.

არსებული ინფორმაციით, ყვა­ვე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გუ­შინ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ შემ­თხვე­ვის დროს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

როგორც მასმედიაში იუწყებიან, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს, რომლებიც მალევე გაწერეს ბინაზე.

783
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (779)
პრეზიდენტი კატერს მართავს

იცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი კატერს შესანიშნავად მართავს? ვიდეო

735
(განახლებულია 15:29 02.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე იახტკლუბის კატარღას მართავს.

„ცხოვრება მშვენიერია“ – უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალბატონია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს – ქართული და ფრანგული. გამოცდილი დიპლომატია.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ნოემბერს ამომრჩეველთა 59,52%-მა აირჩია.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს წავიდნენ ემიგრაციაში საქართველოდან. მისი დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) ცნობილი პუბლიცისტი და კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო.

735
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (779)
ონლაინ-რეჟიმი

კონფუზი ონლაინ: პოლიტიკოს ქალს კამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა - ვიდეო

0
(განახლებულია 16:29 04.06.2020)
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო გავრცელდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მექსიკელ სენატორ ქალს სახელმწიფო ონლაინ–თათბირის შემდეგ ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა, რის მოწმეც არაერთი ადამიანი გახდა, იუწყება New York Post–ი.

ირკვევა, რომ 66 წლის მარტა ლუსია მიჩერ კამარენა მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა შეცდომას, რაც პირადი შეტყობინებები მიიღო. მანამდე კი თათბირის დამსწრე ჩინოვნიკებმა და ჟურნალისტებმა ინციდენტის კამერებზე აღბეჭდვა მოასწრეს. 

გამოცემის ინფორმაციით, სენატორი მაინცდამაინც არ განიცდის მომხდარს.

„მე მალუ მიჩერი ვარ  და არ მრცხვენია, რომ ინტიმური ადგილი შემთხვევით გამომიჩნდა... სწორედ ამ მკერდით გამოვზარდე ოთხი შვილი“, — განაცხადა მან.

ირკვევა, რომ მიჩერ კამარენას მხარი არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა, რომლებმაც სამარცხვინოდ მიიჩნიეს სოციალური ქსელებით მკერდმოშიშვლებული სენატორის ფოტოების გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რაც მთელი მსოფლიო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი მსგავსი და კიდევ უფრო „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო- და ფოტომასალა გავრცელდა. 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს