საირმის კარანტინი

ნახეთ როგორ ერთობიან კარანტინში მყოფი ადამიანები საირმეში ვიდეო

347
(განახლებულია 14:58 24.03.2020)
საირმეში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებულებისთვის კონცერტი გაიმართა. სასტუმროში მყოფი ადამიანები შემსრულებლებს აივნებიდან უსმენდნენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 66 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა – 8. 4055 ადამიანი კარანტინში იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

347
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

1467
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

1467
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა უხერხული ვიდეო

732
(განახლებულია 19:36 16.07.2020)
უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა.

თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა ჩვეულებრივ განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

732
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
ადამიანები ხიდზე

რას ფიქრობენ ქართველები რუსეთზე ამერიკული კვლევა

0
(განახლებულია 12:05 13.08.2020)
ქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქართულ-რუსულ დიალოგს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სასურველია, საუკეთესო იყოს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველთა 75% რუსეთთან შემდგომი დიალოგის მომხრეა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

კითხვაზე „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის შემდგომ დიალოგს“, გამოკითხულთა 40% -მა უპასუხა, რომ სრულად უჭერენ მხარს, 35% კი ამას მხარს ნაწილობრივ უჭერს.

გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ია დიალოგის წინააღმდეგი, ნაწილობრივ წინააღმდეგია 8%. რესპონდენტთა 3% -მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

ამავე დროს, საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა ცუდია, 6% ფიქრობს, რომ კარგია,  ხოლო 8%  ნეიტრალურად მიიჩნევს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ქართველთა 71% მიიჩნევს, რომ ურთიერთობები სომხეთთან კარგია, 14%  ფიქრობს, რომ ნეიტრალურია და  10% - ცუდი.

რომელი უცხოური ენაა ყველაზე პოპულარული საქართველოში – ამერიკული კვლევის შედეგები>>

აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობია, მიიჩნევს გამოკითხულთა 68%, ნეიტრალურია - 13%, ხოლო 14% ფიქრობს, რომ ცუდია.

0
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები