ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში სპეცრეისით ჩაიტანეს - დახვედრის ცერემონიის ვიდეო

© REUTERS / Pool / Aris Messinisოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა 2020 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორი ქვეყნისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია. კორონავირუსის პანდემიის გამო, პანაფინეის სტადიონზე ცერემონიამ მაყურებლების გარეშე ჩაიარა

საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი გადასცა „ტოკიო-2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს ნაოკო იმოტოს. ცოტა ხნის წინ კი სპეციალური თვითმფრინავით ოლიმპიური ცეცხლი მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანეს. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება, მაგრამ ამ გეგმებს შეიძლება ხელი კორონავირუსმა შეუშალოს.

ყველა ახალი ამბავი
0