ირანელი პაციენტი, რომელმაც ინფექციურიდან გაქცევა სცადა, საზოგადოებას მიმართავს – ვიდეო

© Photo: Varlam Tsiklauri / FBირანელი კარანტინში
ირანელი კარანტინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ირანელი პაციენტის ვიდეო ვრცელდება. მამაკაცი, რომელმაც ინფექციური საავადმყოფოდან გაქცევა სცადა, აცხადებს, რომ მას არ აქვს კორონავირუსი და ძალიან ბედნიერია.

მისი თქმით, იგი 15 დღის განმავლობაში კარანტინში უნდა იყოს, თუმცა ეს მისთვის პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, ირანში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 978 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 54-ს მიაღწია. ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა ჩინეთის ფარგლებს გარეთ სწორედ ირანში აღირიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0