მოხუცი ქალი თოვლში თამაშობს

101 წლის ქალი შვილს მანქანის გაჩერებას სთხოვს და თოვლში თამაშს იწყებს სახალისო ვიდეო

128
(განახლებულია 20:18 25.02.2020)
101 წლის ქალის ვიდეო, რომელიც 2015 წელსაა გადაღებული, პოპულარობას 5 წლის შემდეგაც არ კარგავს. ვიდეოში ქალი შვილს თოვლში თამაშს სთხოვს.

ვიდეოში ბრიტანელი ქალბატონი ალბინააა ასახული, რომელსაც ვაჟმა სანახავად ჩააკითხა. მოულოდნელად 101 წლის ქალი შვილს მანქანის გაჩერებას სთხოვს და თოვლში თამაშს იწყებს. პირველად ეს ვიდეო ალბინას ვაჟმა არმანდმა გაავრცელა. მისი თქმით, მან მანქანა ქალაქიდან 3 კილომეტრის მოშორებით გააჩერა და დედას თოვლში თამაშის საშუალება მისცა. „თუ შეგიძლიათ იპოვოთ ბედნიერება დეტალებში, აუცილებლად იცოცხლებთ 100 წლამდე“, – წერს არმანდი სოციალურ ქსელში. ქალი დღესაც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

128
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
26 მაისის საიმიჯო რგოლი

26 მაისის ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება ვიდეო

86
(განახლებულია 21:15 26.05.2020)
სოციალურ ქსელში 26 მაისის საიმიჯო ვიდეორგოლი ვრცელდება, რომელიც საქართველოს ისტორიის მანძილზე დაგროვილ ფასეულ ცოდნას ასახავს, რომელიც ერის იდენტობის ნაწილია.

 

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, „წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის მთავარი საიმიჯო რგოლი. კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“.

ვიდეოს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი. რგოლის დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“.

86
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

415
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

415
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
განათლების სამინისტრო

საქართველოში  პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

0
(განახლებულია 08:06 01.06.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს 15 სექტემბრისთვის ექვსი წელი შეუსრულდეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

0
თემები:
განათლება საქართველოში