ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი შუა გადაცემის დროს ატირდა და სტუდია დატოვა - ვიდეო

20622
(განახლებულია 13:56 21.02.2020)
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ საკუთარი გადაცემა მოულოდნელად დაასრულა. ნახეთ რატომ იტირა წამყვანმა

ნანუკა ჟორჟოლიანს სტუმრად 2 წლის ანიტა ფაცაციას მშობლები ჰყავდა, რომელიც თებერვალში ინდოეთის კლინიკაში  გარდაიცვალა. ანიტას გულზე უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა. ინდოეთში ყველაზე მეტი შანსი იყო, რომ პატარას გულის დონორი ეპოვა, თუმცა ოპერაციას ვერ გაუძლო. მის დასახმარებად მთელი საქართველო გაერთიანდა.

20622
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
26 მაისის საიმიჯო რგოლი

26 მაისის ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება ვიდეო

86
(განახლებულია 21:15 26.05.2020)
სოციალურ ქსელში 26 მაისის საიმიჯო ვიდეორგოლი ვრცელდება, რომელიც საქართველოს ისტორიის მანძილზე დაგროვილ ფასეულ ცოდნას ასახავს, რომელიც ერის იდენტობის ნაწილია.

 

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, „წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის მთავარი საიმიჯო რგოლი. კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“.

ვიდეოს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი. რგოლის დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“.

86
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

415
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

415
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივნისს

0
(განახლებულია 09:51 01.06.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 11:00 თიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს