„პირველად ვაქვეყნებ...“ – პატრიარქის გალობის უცნობი ვიდეო

© Photo: Vako Shiukashvili / FBპატრიარქის გალობა
პატრიარქის გალობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ცნობილი პიანისტი ვალერიან (ვაკო) შიუკაშვილი პატრიარქის გალობის აქამდე უცნობ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, აქამდე არსად გამოუქვეყნებია.

„დღეს ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს ვიდეო, სადაც უწმინდესი და მე ვიწყებთ ოპერის უვერტიურაზე მუშაობას. პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს. მინდა ჩვენს პატრიარქს მივულოცო დაბადების დღე და ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა. მიყვარხართ“, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბავი
0