ავსტრალიაში ტყის ხანძრისას ქალმა სიცოცხლის რისკის ფასად კოალა გადაარჩინა – ემოციური ვიდეო

© Photo: The Sun / Youtubeქალმა კოალა გადაარჩინა
ქალმა კოალა გადაარჩინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრალიელმა ქალმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხანძრიდან კოალა გადაარჩინა. მასმედიის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალა შენიშნა, რომელსაც ხანძრის შედეგად დამწვრობები ჰქონდა მიღებული.

ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა ტანისამოსი გაიხადა და ცხოველს შეამოახვია. მოგვიანებით კი კოალა ახლომდებარე ვეტერინარულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, კოალას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0