ესტონელი მომღერალი „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურში საქართველოზე იმღერებს – ვიდეო

© Photo: Egert Milder / FBეგერტ მილდერი საქართველოზე მღერის
ეგერტ მილდერი საქართველოზე მღერის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე წარდგება სიმღერით საქართველოზე. კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება. ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან. კონკურსში გამარჯვებული უკვე ესტონეთს წარადგენს „ევროვიზიაზე“.

Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული. „ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, ძვირფასო საქართველოვ, შენ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ოდესმე, შენი თბილი გულითა და ხასხასა ფერებით. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვაჩვენო შენი მშვენიერება ჩემ მუსიკალურ ვიდეოში“, – წერს მომღერალი Instagram-ზე.

ყველა ახალი ამბავი
0