გაუმაძღარი ლეკვები

გაუმაძღარი ლეკვები ამ ვიდეოს აუცილებლად უნდა უსმინოთ კიდეც

313
(განახლებულია 19:59 15.11.2019)
ცხოველები და ფრინველები ინტერნეტში გავრცელებული საინტერესო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ვიდეოში ჩანს, რა სასაცილოდ სვამენ ახალდაბადებული ლეკვები რძეს.

313
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

1276
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

1276
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა უხერხული ვიდეო

727
(განახლებულია 19:36 16.07.2020)
უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა.

თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა ჩვეულებრივ განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

727
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

0
(განახლებულია 20:17 09.08.2020)
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი „ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

გამოჩენილ მომღერალსა ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილია. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

0
თემები:
საქართველო და კულტურა