ცხვრები ქუჩაში

ნორიოს ხიდზე ხდება ეს საცოდაობა– სატვირთო ფარაში შევარდა და 70-მდე ცხვარი გაჭყლიტა ვიდეო

424
(განახლებულია 17:01 04.11.2019)
სოციალურ ქსელში კახა ბოლოთაშვილი ნორიოს ხიდზე გადაღებულ მძიმე კადრებს ავრცელებს, რომელიც ავტომანქანიდანაა გადაღებული.

კადრებში ჩანს გზაზე მიმოფანტული მკვდარი ცხვრები, რომლებიც სატვირთოს მძღოლის დაუდევრობას შეეწირნენ.

424
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
რობერტო მავანი „მასტერშეფში“

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

264
(განახლებულია 23:40 21.05.2020)
ცნობილი ტელეწამყვანი რობერტო მავანი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ კასტინგზე მივიდა. ნახეთ, რა კერძი მოამზადა მან და რა ანეკდოტი შეუფასა ჟიურის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ წევრს ლუკა ნაჭყებიას.

პროექტის მესამე სეზონს მაყურებელი 24 მაისიდან იხილავს.

264
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (777)
თოლიების შემოსევა ბათუმში

საოცარი კადრები - ბათუმს უამრავი თოლია შეესია - ვიდეო

87
(განახლებულია 12:29 21.05.2020)
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბათუმში, არ არსებობს ამ ვიდეომ ნოსტალგიურ ხასიათზე არ დააყენოს, თუმცა მსგავსი სანახაობის მომსწრე ალბათ ცოტა თუ ხდება

ვიდეოში ჩანს, რომ ბათუმში, ზღვაზე უამრავი თოლიაა შესეული ნაპირს და მათი ტალღებისგან გარჩევა ჭირს.

87
ლახამულის სახარება

სვანეთში დაცულ უნიკალურ სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება

0
წელიწადნახევარში წმინდა საგანძური კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდება.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარებას, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება. სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა.

წელიწადნახევარში წმინდა საგანძური კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდება.

ნიკა ლატარია

0
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები