კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკასთან, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით მდებარეობს. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით.
სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 97 ათას ადამიანს შეადგენს.
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს.
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები ქვეყნის სუვერენული ვალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იუწყება გაზეთი New York Times–ი წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის თორმეტამდე მოქალაქესა და ოც ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებს ათ დიპლომატს.
ახალი სანქციები აშშ–ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და SolarWinds–ის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო წესდება, რაც ასევე მიეწერება რუსი ჰაკერებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეზღუდვებს შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს.
თავის მხრივ გაზეთი Wall Street Journal–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებულებას სავაჭრო ოპერაციების აკრძალვების გაფართოების შესახებ ამერიკული ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე მომსახურების კუთხით.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა.
ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზე, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, უსაფრთხოების ეროვნულ ბიუროსა და ასევე ოთხას მსხვილ კომპანიაზე მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.