ვიდეოში ძაღლებზე ექსპერიმენტია გადაღებული. ექსპერიმენტის დროს ძაღლის დასანახად მის წინ დაყრილ საკვებს სათამაშო ძაღლებს „აჭმევენ“, რომლებიც ვითომ ამ საკვებით „კვდებიან“.
ამის შემყურე ცუგები ჯამიდან აღებულ საკვებს პირიდან ყრიან და სასწრაფოდ ადგილს შორდებიან.
ძაღლები ფიქრობენ, რომ თუ ამ საკვებს მიირთმევენ, ისინიც ცუდად გახდებიან. მათი საზრიანობა ნამდვილად იმსახურებს შექებას.
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ქუჩის ძაღლმა უჩვეულო სამსახური იშოვა. ის ტაძართან ზის და მრევლს ლოცავს.
ზოგიერთი მლოცველი ძაღლს თავს უხრის, ის კი თათს თავზე ადებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძაღლი ტაძართან, როგორც სამსახურში, თითქმის ყოველდღე მიდის და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ზის.
ყველაფერი იწყება ახალი წლით, შემდეგ მოდის შობა, რასაც მოყვება კიდევ ერთი ახალი წელი, ძველი კალენდრით. შემდეგ კი ნათლისღება... სადღესასწაულო სუფრა საქართველოში იმდენად გემრიელია, ყველას ავიწყდება საკუთრი ფიგურა, შემდეგ კი სასწორს ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებენ... თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დასრულდა, დროა საქმეს შევუდგეთ.