ნიკა არაბიძე

„რუსთავი 2“-ზე იუმორისტულ შოუს ნიკა არაბიძე წაიყვანს ვიდეო

662
(განახლებულია 16:25 19.09.2019)
„კომედი ჯგუფის“ ნაწილმა 18 ივლისიდან განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კომედიური მსახიობი ნიკა არაბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აგრძელებს მუშაობას და მალე იუმორისტულ გადაცემას – „ნიკა არაბიძის შოუს“ წაიყვანს. გადაცემის პრომო-ვიდეო ტელეკომპანიამ დღეს გაავრცელა.

ნიკა არაბიძე „კომედი ჯგუფის“ მსახიობი იყო. „კომედი ჯგუფის“ ნაწილმა 18 ივლისიდან განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა. მანამდე „რუსთავი 2“-ის იუმორისტული შოუს წამყვანი ვანო ჯავახიშვილი იყო. ის და „კომედი ჯგუფის“ „რუსთავი 2“-დან წამოსული ნაწილი ამჟამად „მთავარ არხზე“ ამზადებენ გადაცემებს.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 9 სექტემბერს საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განაცხადი ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

ნიკა გვარამიამ პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

662
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
დაბადების დღე და გაზაფხული ერთად

„უკვე მერამდენედ ვუყურე“ ასე მიულოცა ქართველმა ქმარმა ცოლს იუბილე და გაზაფხული ვიდეო

2095
(განახლებულია 16:57 05.03.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქართველი კაცი მეუღლეს გაზაფხულს და იუბილეს საჩუქრებით ულოცავს.

ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცოლს ხელში ყვავილების ქოთნებით და მათში მოთავსებული ფულით ადგება სახლში.

სახალისო ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს.

„აი ნამდვილი სიყვარული! ღმერთმა ტკბილათ შეგაბეროთ!“, „უკვე მერამდენედ ვუყურე, აი როარ მომბეზრდება. იხარეთ და იმრავლეთ“, „უფალი გფარავდეთ, ასეთი სიყვარულის მწამს“, „აუ, რა კარგები არიან“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

2095
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები
ტყუპი ძმების ტყუპი შვილები

„ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია ჩემი...“ ტყუპი ძმების ცოლებს ქმრები ეშლებათ ვიდეო

3890
(განახლებულია 20:14 04.03.2021)
თბილისში იდენტურ ტყუპ ძმებს გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ დაემართათ – გელას ასევე იდენტური ტყუპი – ანიტა და მარიტა შეეძინა.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თითქმის 0%-ს უტოლდება.

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც კი მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.

როგორც „იმედის დილის“ სიუჟეტში ტყუპი ძმების ცოლები ამბობენ, ხშირად ვერ ხვდებიან, რომელია მათი ქმარი. ძმები ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ-ერთის ცოლი ამბობს, რომ ხანდახან დედამთილს სთხოვს ხოლმე, რომ მისი ქმრის გარჩევაში დაეხმაროს.

3890
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები
ნინო ბურჯანაძე

თალაკვაძე ღარიბაშვილის ნაცვლად: ბურჯანაძემ „ოცნებიდან“ მომლაპარაკებლის ვინაობა დაასახელა

0
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოლაპარაკებებზე მთავარ საკითხს წარმოადგენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მოლაპარაკებათა მაგიდასთან პრემიერის ნაცვლად პარლამენტის სპიკერი უნდა იჯდეს

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია წინააღმდეგია, რომ მმართველი პარტიიდან მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდეს.

„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს >>

როგორც ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩაანაცვლოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარი იყო, რატომ ესწრებოდა მმართველი პარტიის სახელით ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას.

„საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადეკვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არა მგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს, რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი სასწრაფოდ უნდა გადადგეს და უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში „გამოვარდება“ და სიტუაცია ქვეყანაში უმართავი გახდება, რაც არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას არ აწყობს.

საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა >>

როგორც მხარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. მან იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისათვის მხარეები გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს იპოვიან.

0